რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი NATO-ში შვედეთის გაწევრიანების იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას საფრთხეს უწოდებს, რომელიც უნდა გამოირიცხოს.
„თუ შვედეთი NATO-ში გაწევრიანდება, ეს ჩვენს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება, ვინაიდან ეს იმას ნიშნავს, რომ NATO-ს ტექნიკა შვედეთში უნდა განთავსდეს, რის შემდეგაც მოგვიწევს, ვიფიქროთ საუკეთესო გზებზე, როგორ ვუპასუხოთ დამატებით საფრთხეს", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთი თავის საზღვრებთან NATO-ს გაფართოებას რუსეთის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ განიხილავს.
ამჟამად, მხოლოდ მონტენეგროა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელიც NATO -ში უნდა შევიდეს. რუსეთის საზღვრებთან მდებარე ქვეყნებიდან, ალიანსის წევრები ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო და პოლონეთი არიან.