logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: თუ შვედეთი NATO-ში გაწევრიანდება, ეს ჩვენს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება
- +

3 ივნისი. 2017. 13:54



რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმ პუტინი NATO-ში შვედეთის გაწევრიანების იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას საფრთხეს უწოდებს, რომელიც უნდა გამოირიცხოს.


თუ შვედეთი NATO-ში გაწევრიანდება, ეს ჩვენს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება, ვინაიდან ეს იმას ნიშნავს, რომ NATO- ტექნიკა შვედეთში უნდა განთავსდეს, რის შემდეგაც მოგვიწევს, ვიფიქროთ საუკეთესო გზებზე, როგორ ვუპასუხოთ დამატებით საფრთხეს", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.


რუსეთი თავის საზღვრებთან NATO-ს გაფართოებას რუსეთის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ განიხილავს.


ამჟამად, მხოლოდ მონტენეგროა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელიც NATO -ში უნდა შევიდეს. რუსეთის საზღვრებთან მდებარე ქვეყნებიდან, ალიანსის წევრები ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო და პოლონეთი არიან.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner