logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: სასიამოვნო სიახლე!..
- +

3 ივნისი. 2017. 16:24

 

 

თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე:

ერთ-ერთი კონფლიქტური წერტილია უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთა.

ზემოდან (უნივერსიტეტის მაღლივიდან) მომავალ ნაკადს თითქოს არაფერი უნდა უშლიდეს ხელს მარჯვნივ მოხვევის თვალსაზრისით, რადგან მათ მარჯვენა ისარი მუდმივად ჩართული აქვთ.

მაგრამ რეალურად პირაპირ წამსვლელი ავტომობილის მძღოლები მარჯვნიდან გაძრომის სურვილით ხერგავენ მარჯვნივ მოხვევის ზოლს.

ამ მიზნით ხორციელდება საკმაოდ სოლიდური ინფრასტრუქტურული ჩარევა და მარჯვნივ მოხვევის ზოლის სრულყოფილ ზოლად (უწყვეტი მოძრაობის რეჟიმის) ზოლად მოდიფიცირების პროექტი. მარჯვნიდან გამძრომებსაც ეკეტებათ საშუალება, დარღვევით შევიდნენ მაგ ზოლში, რადგან ეს გამოყოფილი ზოლი იქნება (კიდევ ვიმეორებ: მარჯვენა ზოლი 1 და 70 სმ-ით ფართოვდება).

მცირედი, მაგრამ სასიამოვნო სიახლე.

მადლობა ყველა მუშაკს, რომელიც ამ მონაკვეთის რეკონსტრუქციაში ღებს მონაწილეობას“, - წერს ოგბაიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner