logo_geo
eng_logo
ზვიად ქაწაშვილი: ჩვენი სამსახური ყველა სასტუმროს შემოწმებას ახორციელებს
- +

3 ივნისი. 2017. 16:29



აჭარაში, ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სასტუმროების სახანძრო უსაფრთხოების კუთხით მონიტორინგი მიმდინარეობს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, შემოწმების შემდეგ სასტურმოებს კონკრეტული რეკომენდაციები მიეცა, რათა განსაზღვრულ ვადაში სახანძრო უსაფრთხოება უზრუნველყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდებიან.


ჩვენი სამსახური ყველა სასტუმროს შემოწმებას ახორციელებს. ყველა სასტუმრო შემოწმებულია და მათზე პირველი რეკომენდაციები გაიცა, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული. მიცემულია გონივრული ვადები, რათა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა გამოსწორდეს. ამ ვადებში თუ არ გამოასწორეს, ისინი დაჯარიმდებიან. ეს სავალდებულოა და მაქსიმალური სიმკაცრით გაკონტროლდება", - განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner