logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: ძალიან მინდა, ვინც არ იცნობთ, გაიცნოთ ეს ქართველი კაცი! კაცი - ლეგენდა!
- +

3 ივნისი. 2017. 16:32



ფოტოზე რომ ლამაზ მოხუცს ხედავთ, ჩემი მეგობრის, ეკა მელქაძის მამაა", - წერს ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ახლა ვნახე ეკას პოსტი და გარდა იმისა, რომ ძალიან მინდა მიულოცოთ ამ კაცს დაბადების დღე, ასევე ძალიან მინდა წაიკითხოთ ის, რასაც ეკა წერს და ვინც არ იცნობთ, გაიცნოთ ეს ქართველი კაცი! კაცი - ლეგენდა!!" - წერს დარეჯან მეფარიშვილი.



ეკა მელქაძე სოციალურ ქსელში წერს:


„დღეს მამა 80 წლის გახდა! ძალიან დამიბერდა ჩემიკრასავჩიკი", მაგრამ არ იმჩნევს. დილიდან ურეკავენგოგოები", „ბიჭებიც", რა თქმა უნდა, უხარია პატარა ბავშვივით...

უამრავი მოგონება, რამდენჯერმე შემოვლილი მსოფლიო (თანაც მაშინ, როდესაც ჩეხოსლოვაკიაში მოხვედრა ოცნების პიკი იყო), 5 მხატვრული და 300-მდე დოკუმენტური ფილმი, კაცმა არ იცის რამდენი გადაცემა და კონცერტი, ბეევრი ჯილდო, მედალი, ორდენი, წოდება... პირველი ადამიანი, რომელმაც გადაიღო რუსთაველის ფრესკა იერუსალიმში და რუსთაველის პრემია მხოლოდ მას არ მისცეს - პარტიული არ ხარო, ლოს-ანჯელესის ოქროს ფონდში დაცული ერთადერთი ქართული ფილმის, „მწირის" დამდგმელი ოპერატორი, რომელიც სამსახურიდან გამოუშვა ტელევიზიისდიდმა რეფორმატორმა"... ბევრი სიხარული, ტკივილი, დიდი წარმატებები და გაზრდილი თაობები, ქართულ კინოსა და ტელევიზიაში გატარებული თითქმის 60 წელი დაიტია გივი მელქაძის ცხოვრებამ... გილოცავ, მამა!!!" - წერს მელქაძე.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner