აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატები პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით განცხადებით მიმართავენ.
„არ გამოვრიცხავთ, რომ მივმართოთ მთავარ პროკურატურას, რადგან ამ დანაშაულის ჩადენის ადგილი არის არა მხოლოდ თბილისი, ეს დანაშაული გაგრძელდა მთელი საქართველოს საავტომობილო გზის მიმდებარედ. მთელი გზის განმავლობაში, ამ ადამიანს თავისუფლება უკანონოდ ჰქონდა აღკვეთილი, ამიტომ ესაა მთავარი პროკურატურის გამოსაძიებელი საქმე", - განაცხადეს ადვოკატებმა.