თურქეთში, ქვეყნის პრემიერის ბინალი ილდიმირის თანაშემწე ბიროლ ერდემი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან (ფეტო) კავშირის გამო დააკავეს.
ერდემი და მისი მეუღლე ანკარაში დააკავეს. პრემიერის თანაშემწე გასულ წელს გამოძიებამ გიულენის მოკავშირეების საქმესთან დაკავშირებით ერთხელ უკვე დაჰკითხა.
გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში დაახლოებით 40 ათასი ადამიანი დააკავეს და 120 ათასზე მეტი სამსახურიდან დაითხოვეს.
თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. გიულენი ბრალდებას უარყოფს.
2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო.