წყალდიდობამ ჩინეთის პროვინცია იუნანში 12 ათასამდე ადამიანი დააზარალა. პროვინციაში გადაუღებელი წვიმა 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
სტიქიის შედეგად 6 ხიდი და 100-მდე სახლი დაინგრა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 482 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახურები მუშაობენ.