ავღანეთის დედაქალაქის სასაფლაოზე მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის შვილის დაკრძალვის ცერემონიაზე, ერთდროულად 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.