logo_geo
eng_logo
ქაბულში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა
- +

3 ივნისი. 2017. 18:36



ავღანეთის დედაქალაქის სასაფლაოზე მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა.


გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის შვილის დაკრძალვის ცერემონიაზე, ერთდროულად 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.


შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner