logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: აზერბაიჯანის ოფიციალური ინფორმაციით, აფგან მუხთარლის დაზიანებები არ ჰქონდა
- +

3 ივნისი. 2017. 21:37



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ადვოკატების განცხადებას, თითქოს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლს დაკავებისას დაზიანებები აღენიშნებოდა გამოეხმაურა. ხუციშვილის თქმით, ოფიციალური ინფორმაციით აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.   

 

„ლეილა მუსტაფაევას ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მუხთარლის ჰქონდა დაზიანებები, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია, რაც აზერბაიჯანის მხრიდან და მათი ექიმების შესწავლის შედეგად არის ის, რომ მას დაზიანებები საერთოდ არა ჰქონდა", - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.


მისივე თქმით, მუხთალის საქმესთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.


„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი შეფასებები დამყარებული იყოს გარემოებათა ერთობლიობაზე და არა ემოციებზე", - განაცხადა ხუციშვილმა.


მანვე განმარტა, რომ გამოძიების მიზანია დაადგინოს როგორ აღმოჩნდა თბილისიდან ბაქოში მუხთარლი - ეს იყო ნებით თუ სხვა პირების დახმარებით.


შალვა ხუციშვილის თქმით, გარკვეული სპეკულაციები არის ამ საქმეში პოლიციის ჩართულობაზე.

„არანაირი მტკიცებულება არ არსებობს პოლიციის ჩართულობაზე", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner