ავტორი თამარ ოქრუაშვილი
გორის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბორჯომის რაიონში, ქვაბისხევში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათემატიკის მასწავლებელს თამარ გოზალიშვილს სურათის გადაღების დროს ქვაზე დაუცდა ფეხი და ხევში გადავარდა.
„როგორც ჩვენ შეგვატყობინეს, თამარს სურათი უნდა გადაეღო, ხევის პირას იდგა. ამ დროს ფეხი დაუცდა და გადავარდა. როგორც ვიცით, ადგილზე გარდაიცვალა", - განაცხადა გორის მე-3 სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა თამარ დადიანიძემ.
როგორც „ქართულ აზრს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.