ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის განცხადებით, ტერეზა მეი კონტაქტშია ოფიციალურ პირებთან და რეგულარულად იღებს ინფორმაციას ლონდონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
ლონდონ-ბრიჯის ხიდზე შეიარაღებული პოლიციაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ ლონდონში, ლონდონ-ბრიჯის ხიდზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.
ტელეარხ Sky News-ის ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ასევე, ხიდზე შესაძლოა ცივი იარაღით თავდასხმის შემთხვევაც ყოფილიყო.