ლონდონის ხიდზე თეთრი ფერის მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ხიდზე ინციდენტის ფაქტს პოლიცია ადასტურებს. მედია სროლის შესახებ იუწყება. ინციდენტის გამო ხიდიდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა. დაშვებულია 20-მდე ადამიანი.
გამოცემის ინფორმაციით, მიკროავტობუსის საჭესთან იჯდა კაცი, რომელიც საათში დაახლოებით 80 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა. სავარაუდოდ მან მიმალვა შეძლო.
ხიდი გადაკეტილია. ადგილზე მუშაობს პოლიცია.