logo_geo
eng_logo
ლონდონში სროლის ხმა ისმის, ხალხი პანიკაშია
- +

4 ივნისი. 2017. 03:27



თვითმხილველების ინფორმაციით, ლონდონში სროლის ხმა ისმის. სოციალურ ქსელებში ვიდეოკადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, თუ როგორ გარბის ხალხი.


სავარაუდოდ, სროლა იყო საბროკერო მაღაზიაში, რომელიც ლონდონის ხიდიდან 50 მეტრში მდებარეობს.


რამდენიმე წუთის წინ ლონდონის ხიდზე სწრაფად მოძრავმა მიკროავტობუსმა ხალხს გადაუარა. რამდენიმე დაშავდა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია უცნობია.


ადგილზე სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. პოლიციას მიმდებარე ტერიტორიაზე ალყა აქვს შემორტყმული.


ჯერჯერობით დაუდგენელია, იყო თუ არა შემთხვევა ტერორისტული აქტი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner