ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოფიციალური წარმომადგენლის, შონ სპაისერის განცხადებით, დონალდ ტრამპი ინფორმირებულია ლონდონში მომხდარ შემთხვევაზე.
„ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის პრეზიდენტს ლონდონ-ბრიდჯის ხიდზე არსებულ სიტუაციაზე", - წერს შონ სპაისერი „ტვიტერზე".
შეგახსენებთ, რომ ლონდონში, ლონდონ-ბრიდჯის ხიდზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ხიდზე შესაძლოა ასევე ჰქონდა ადგილი თავდასხმას ცივი იარაღის გამოყენებით.
ინციდენტის შედეგად დაშვებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.