ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინგლისელებს ლონდონში დღეს საღამოს განხორციელებული თავდასხმათა სერიის გამო, თანადგომას უცხადებს და დახმარებას სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ლონდონში თავდასხმათა სერია განხორციელდა. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე დაშავდა. პოლიცია 3 ეჭვმიტანილს ეძებს.