ლონდონში გამხორციელებული 2 თავდასხმა პოლიციამ ტრაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მესამე ინციდენტზე კი აღნიშნა, რომ ის ლონდონის ხიდზე მომხდარს არ უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ლონდონში, ლონდონ-ბრიჯზე სატვირთო მანქანა ხალხს დაეჯახა, რის შედეგადაც 20-მდე ადამიანი დაშავდა. ასევე, ცივი იარაღით მოხდა თავდასხმა და სროლის ხმა ისმოდა ერთ-ერთ მაღაზიაში. თავდასხმების შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა.