აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია 30 მაისს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისში გატაცებითა და შემდგომ აზერბაიჯანში დაკავებით.
„ჩვენ ასევე შეშფოთებას გამოვხატავთ 25 მაისს, აზერბაიჯანის სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, გოზალ ბაირამლის დაკავების გამო.
აზერბაიჯანის მთავრობას მოვუწოდებთ, გაათავისუფლოს დაკავებულები, რათა მათ ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებით, რასაც ითვალისწინებს საერთაშორისო და ეუთო-ს შეთანხმებები. ინტენსიურად ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ეს გამოძიება ჩაატაროს სრულყოფილად, გამჭვირვალედ და დროულად", - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცადებაში.