თურქეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი დააკავეს. ბინალი ილდირიმის მრჩეველი ბიროლ ერდემი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ბრალდებული.
თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu News-ის ცნობით, ერდემი ანკარაში, მეუღლესთან ერთად დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. გამოძიების ვერსიით, ბინალი ილდირიმის მრჩეველი, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრია.
ფეთჰულა გიულენს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ოფიციალური ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს.