logo_geo
eng_logo
ლონდონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით დონალდ ტრამპსა და ტერეზა მეის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- +

4 ივნისი. 2017. 10:36



ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის ტელეფონით ესაუბრა და ლონდონში მომხდარი ტერორისტული ინციდენტის გამო, მიუსამძიმრა. ამის შესახებ ინფორმაციას AFP ავრცელებს.


ამასთან, ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის" მეშვეობითაც გაავრცელა ბრიტანეთის მხარდამჭერი განცხადება და მოსახლეობას მიუსამძიმრა.


ლონდონში მომხდარი ფაქტები, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და ბოლო მონაცემებით, 30 პირი დაშავდა, პოლიციამ ტერორისტულ ინციდენტებად შეაფასა. ამასთან, პოლიციაში ადასტურებენ, რომ ლონდონის ხიდსა და Borough Market-ის ტერიტორიაზე მომხდარში ეჭვმიტანილი სამი პირი ლიკვიდირებულია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner