logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მსოფლიოში 9 კლასია სავალდებულო და 12 არჩევითი, აქეთკენ წავალთ ნელ-ნელა
- +

4 ივნისი. 2017. 11:50



განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვარაუდობს, რომ დროთა განმავლობაში მე-12 კლასის გამოცდაზე გამსვლელების რაოდენობა შემცირდება. ამის შესახებ მინისტრმა გადაცემა „რეალურ სივრცეში" ისაუბრა.


„ოჯახები არ დააძალებენ თავიანთ შვილებს რომ მაინცდამაინც ეს გზა აირჩიონ და შესაბამისად, ბავშვები რომლებიც ატყობენ თავის თავს რომ არ იხიბლებიან სწავლით... ამიტომ არის მსოფლიოში რომ 9 კლასია სავალდებულო და 12 არის არჩევითი, მე მგონია, რომ აქეთკენ წავალთ ნელ-ნელა", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


მინისტრის თქმით, დღეს, მიუხედავად იმისა, დაინტერესებულია თუ არა მოსწავლე სწავლით, ოჯახი მიიჩნევს, რომ მან უმაღლეს სასწავლებელში უნდა ჩააბაროს, რადგან ეს ოჯახის პრესტიჟის ამბავია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner