„ბიბისი"-ს ცნობით ოფშორული სკანდალის გამო ისლანდიის პრემიერ- მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
„მანამდე სიგმუნდორ გიუნლეიქსონი თანამდებობის დატოვებაზე უარს აცხადებდა და პრეზიდენტს პარლამენტის დაშლისკენაც კი მოუწოდა."- აღნიშნულია რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო ჟურნალისტური კონსორციუმის მიერ გამოკვლეული მასალების თანახმად, პრემიერის მეუღლე ოფშორულ კომპანიას ფლობდა, სწორედ ამის გამო მოუწია პრემიერ- მინისტრს პოსტის დატოვება.