logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: საფრანეგთი დიდი ბრიტანეთის გვერდითაა ისე, როგორც არასდროს
- +

4 ივნისი. 2017. 11:51



საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მწუხარებას გამოთქვამს ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამო.


მაკრონმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ საფრანეგთი დიდი ბრიტანეთის გვერდითაა ისე, როგორც არადსროს. აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა Twitter-ის გვერდზე გააკეთა.


შეგახსენებთ, წუხელ ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 6 და დაშავებულია 48 ადამიანი. ლონდონის პოლიციამ კი 3 თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა.


ტერორისტული თავდასხმები ლონდონის ხიდსა და ბორო მარკეტის რაიონში წუხელ მოხდა. ლონდონის ხიდზე სრაფად მიმავალი ფურგონი ხალხში შევარდა.


ლონდონში წუხელ მესამე ინციდენტი ვოქსჰოლის მახლობლად მოხდა, თუმცა ეს უკანასკნელი ტერორისტულ აქტად არ შეფასდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner