ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ განცხადებაში აზერბაიჯანს დაკავებულების დროულად გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
როგორც დღეს ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აფგან მუხთარლის საქმეს საქართველოს ხელისუფლება ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამ პროცესში ჩართული არიან ქვეყნის ამერიკელი და ევროპელი მეგობრები.
„ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გამოძიებას, თუ სად იყო ეს ადამიანი, სად აღმოჩნდა და როგორ აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა - სწორედ ეს არის გამოძიების ძირითადი ამოცანა", - განუცხადა ჟურნალისტებს ჯეჯელავამ, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.