ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. „ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, 48 ადამიანი დაშავდა. მათ შორის პოლიციის ოფიცერიც არის, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა სამივე თავდამსხმელის ლიკვიდირება შეძლეს.
„ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ მთავრობის საგანგებო კომიტეტის, COBRA-ს სხდომა უკვე გამართა და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.