logo_geo
eng_logo
ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
- +

4 ივნისი. 2017. 13:53




ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. „ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, 48 ადამიანი დაშავდა. მათ შორის პოლიციის ოფიცერიც არის, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა სამივე თავდამსხმელის ლიკვიდირება შეძლეს.


„ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ მთავრობის საგანგებო კომიტეტის, COBRA-ს სხდომა უკვე გამართა და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner