logo_geo
eng_logo
გიორგი აზნარაშვილი: ბევრი ცნობილი პირიც დაგვიჯარიმებია, თეატრის მსახიობები, ტელესახეები...
- +

4 ივნისი. 2017. 14:57



3 აპრილს „თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები ქუჩებში გამოჩნდნენ. ისინი მოქალაქეებს მომავალი სანქციების შესახებ აფრთხილებდნენ და მათ ნაგვის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებდნენ. 20 აპრილიდან კი უკვე საჯარიმო ოქმების შედგენა დაიწყეს. „თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები წყვილად გადაადგილდებიან ქალაქის ქუჩებში. ერთ-ერთმა ინსპექტორმა გიორგი აზნარაშვილმა ამ სამსახურის სპეციფიკაზე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა.


„დამრღვევი ყოველთვის მშვიდად არ ხვდება ჯარიმის გამოწერას. ჩვენ კონფლიქტის გამწვავებას ვერიდებით, მაგრამ ერთი-ორჯერ მაინც საჭირო გახდა საპატრულო სამსახურის გამოძახება.

 

ბევრი ცნობილი პირიც დაგვიჯარიმებია, თეატრის მსახიობები, ტელესახეები. ერთ მათგანს ჯარიმას რომ ვუწერდით, გაგვეხუმრა, ცოტა დამიკელით, 80 ლარი რა ამბავიაო? ვუთხარი, რას ბრძანებთ, თავის ფასში გაძლევთ, დაკლება არ შემიძლია-მეთქი.

 

სულ 20 ინსპექტორი, 10 ჯგუფი ვმუშაობთ, ძირითადად, თბილისის ცენტრალურ უბნებში. ჩვენს დანახვაზე ცოცხს ავლებენ ხოლმე ხელს. სამარშრუტო და ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლები ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ ჯიბეს.

 

მხოლოდ ერთი რომ დავაჯარიმოთ, დისკრიმინაციაში ჩაგვეთვლება, ამიტომ ვინც წყვილად ანაგვიანებს, წყვილად ჯარიმდება, ვინც კენტად - კენტად.

 

მალე თბილისი უფრო სუფთა ქალაქი იქნება და ჩვენც აღარ დაგვჭირდება მოქალაქეების დაჯარიმება. ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის სისუფთავეა!" - აღნიშნა გიორგი აზნარაშვილმა.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner