„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედის გიული ალასანიასა და ფეთჰულა გიულენის კავშირზე ისაუბრა.
„გიული ალასანიას სახელმა ფეთჰულა გიულენთან მიმართებაში არაერთხელ გაიჟღერა, მაგრამ ჩვენ მთავარი გვავიწყდება - გაიხსენეთ, პუტჩის დღეებში „რუსთავი 2" და სააკაშვილი ვის თანაუგრძნობდნენ და რა განცხადებები კეთდებოდა ნაცისტური ტელევიზიიდან! „რუსთავი 2" თანაუგრძნობდა პუტჩისტებს და ვინმემ გამოიკვლია გიულენის ლობისტური ჯგუფების გავლენები „რუსთავი 2"-ზე? პუტჩი რომ დამარცხდა, „რუსთავი 2"-მა და სააკაშვილმა მერე გადაატრიალეს „პლასტინკა", თორემ მანამდე ისინი მხარს უჭერდნენ პუტჩისტებს!" - განაცხადა მჟავანაძემ.