ტაივანში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი გარდაიცვალა, 35 კი დაშავდა. რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმებმა, ქვეყნის რამდენიმე რეგიონი დატბორა.
დაზიანებულია ხიდები და საავტომობილო გზები. რამდენიმე დასახლებასთან კი მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად ათობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.
ტაივანის მეტეოროლოგიური ბიუროს ცნობით, უამინდობა 6 ივნისამდე გაგრძელდება.