ლონდონის პოლიციამ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ლონდონის პოლიცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ანტიტერორისტული დანაყოფის წევრებმა დაკავებები ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში, ბარკინგში განახორციელეს.
პოლიციის ცნობით, რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა კვლავ გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად, ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 7 და დაშავებულია 48 ადამიანი. ლონდონის პოლიციამ კი 3 თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა.
ტერორისტული თავდასხმები ლონდონის ხიდსა და ბორო მარკეტის რაიონში წუხელ მოხდა. ლონდონის ხიდზე სრაფად მიმავალი ფურგონი ხალხში შევარდა.
ლონდონში წუხელ მესამე ინციდენტი ვოქსჰოლის მახლობლად მოხდა, თუმცა ეს უკანასკნელი ტერორისტულ აქტად არ შეფასდა.