„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ერთობლივი ფოტოს შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.
„ნაძირალა სააკაშვილი არ იყო, რომ გვიმტკიცებდა, პუტინის თვალებში სიკეთე დავინახეო? აგვისტოს ომის შემდეგაც კი ცდილობდა სააკაშვილი, ქორეოგრაფიული ანსამბლები და მომღერლები კრემლში ჩაეყვანა და ამათ ვისზე აქვთ სალაპარაკო? ამიტომაც მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას: ყური არ ათხოვოთ ამ შანტაჟისტებისა და პროვოკატორების ჭყავილს და პუტინთან და მედვედევთან არათუ ფოტოსურათები გადაიღეთ, არამედ მოლაპარაკებებიც დაიწყეთ!" - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.