logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინმა ნაციონალური გვარდიის შექმნის შესახებ განაცხადა
- +

5 აპრილი. 2016. 21:59



რუსეთის პრეზიდნეტმა ვლადიმერ პუტინმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარის საფუძველზე ნაციონალური გვარდიის შექმნის შესახებ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ახალი სტრუქტურის ამოცანა ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. ამას გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ნაციონალური გვარდია გააგრძელებს იმ ფუნქციების შესრულებას, რომლებსაც სპეციალური დანიშნულების რაზმი და სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმი ასრულებდნენ".


ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება რუსეთის ნაციონალური გვარდიის სტრქუტურა.


ნაციონალური გვარდია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. ჩვეულებრივ, ნაციონალური გვარდიის ამოცანებში შედის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნის ტერიტორიაზე იმ შემთხვევებში, როდესაც პოლიციის ძალები არასაკმარისია, ხოლო ჯარის გამოყენებას კანონი კრძალავს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner