logo_geo
eng_logo
8-11 ივნისს ეროვნული გალერეა ჩინელი ხელოვანების გამოფენას - „თანავარსკვლავედები“ უმასპინძლებს
- +

4 ივნისი. 2017. 21:11




8 ივნისიდან 11 სექტემბრამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ჩინელი ხელოვანების გამოფენას, სახელწოდებით „თანავარსკვლავედები" უმასპინძლებს.


ამ თემასთან დაკავშირებით, 5 ივნისს, 13:00 საათზე, ეროვნულ გალერეაში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რეგიონული პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო, ეროვნული გალერეის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმოცდნე ეკა კიკნაძე, გამოფენის კურატორი ამი ბარაკი და გამოფენის მედია კონსულტანტი და მედიაპარტნიორი, კომპანია „BIO International"-ის დამფუძნებელი ოლგა ბაბლუანი გაუძღვებიან.


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ჩინელი ხელოვანების ავანგარდისტული ნამუშევრები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ჩინეთის დღევანდელ ხელოვნებაზე - მათი შემოქმედება პოლიტიკური, სოციალური და ესთეტიური პრობლემების გადაჭრის განსხვავებულ გზებს ასახავს.


გამოფენის სახელწოდება ზაო ზაოს ფერწერული ნამუშევრიდან გამომდინარეობს, თუმცა  სხვადასხვა ხელოვანების თანავარსკვლავედებს აერთიანებს.


გამოფენის კურატორია ამი ბარაკი. პროექტი განხორციელდა ქართველი კოლექციონერის, ჯონ დოდელანდეს მეშვეობით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ეროვნულ მუზუემთან თანამშრომლობით.

მონაწილე ხელოვანები: აი ვეივეი, ჩენ ვეი, ცენგ რან, იუ  ჰიაიუან, ლი შურუი, ლუი ვეი, ლუ ფინგუან, ლუ სანჩუან, მა ქუიშა, ვანგ გუანლ, ვანგ სიშუნ, ვანგ იუანგ, ქიე მოლინ, ქიუ ჰიუ, ქიუ ზენ, იან ქინგ, იანგ დონქსუ, იანგ ქიგუანგ, ჟანგ დინგ, ჟანგ ჟენიუ, ზაო იაო, ზაო ზაო.


მისამართი: დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner