logo_geo
eng_logo
პოლონეთის შს მინისტრი მოითხოვს, რომ ევროპაში მუსილმანი მიგრანტები არ შეუშვან
- +

4 ივნისი. 2017. 21:31



პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ ბლაშაკი მიიჩნევს, რომ ტერორისტული აქტების გახშირება ევროპაში ჩრდოლო აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მუსლიმანნი მიგრანტების მიღებას უკავშირდება. მისი განცხადებით, ევროპაში მუსლიმი მიგრანტების მიღება უნდა შეწყდეს.

 

„ტერორისტული თავდასხმები, რომლებსაც დასავლეთ ევროპაში მუსილმანი ტერორისტები ახორციელებენ, ეს ფაქტია და არა ინციდენტი. მიგრაციის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ევროპულ ღირებულებებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, რომელიც ქრიასტიანული ცივილიზაციიდან მომდინარეობს. აქ გადამწყვეტი და თანმიმდევრული ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომლის ერთ-ერთ ელემენტს ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტებისათვის ღია კარის პოლიტიკის შეჩერება წარმოადგენ", - განაცხადა პოლონელმა მინისტრმა.


გუშინ ლონდონში ორმაგი ტერორისტული აქტი განხორციელდა, რომლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner