ქეთევან დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„არ ვიცით, რა ერქვათ, ვინ იყვნენ და რა დაემართათ. არაფერი ჰქონიათ ჩატანებული, უმცირესი რამაც კი.
ის, რაც 2014 წელს სამარხის გახსნის შემდეგ შიგ დამხვდა, მაინც საკმარისზე მეტი იყო: მარჯვნივ ქალია - 25-30 წლის, მარცხნივ - მამაკაცი, 40-45 წლის. „მხარზე დადებული" თავი და უფრო მეტი - „მაგრად ჩაჭიდებული" ხელი, საკმაოდ ბევრის მეტყველი იყო. მაშინვე გადავამოწმე ანთროპოლოგთან ხომ არ ვტყუოდი - მან დამიდასტურა, რომ ისინი ერთად დაკრძალულნი იყვნენ და ხელები ნამდვილად ჩაჭიდებული ჰქონდათ. ასე დაიბადა ახალი ისტორია. მაშინვე, რაც პირველი გაგვახსენდა არქეოლოგებს, ქართველი რომეო და ჯულიეტა იყო, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, რატომ არ შეიძლება მათთვის აბესალომ და ეთერი, ან ავთანდილი და თინათინი, ნესტან-დარეჯანი და ტარიელი, თუნდაც ქეთო და კოტე გვეწოდებინა... ჩვენც რამდენი გვყოლია თურმე. მცხეთა. V-VI სს", - წერს ქეთი დიღმელაშვილი.