ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაძლოა, ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებით, კვირის ბოლოს, დიდ ბრიტანეთს ეწვიოს.
არსებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ლონდონელების წინაშე ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანობის დემონსტრირება იქნება.
შეგახსენებთ, რომ 4 ივნისს ლონდონში თავდასხმათა სერია განხორციელდა, რასაც 7 ადამიანი ემსხვერპლა და 50-მდე დაიჭრა. ტერაქტის შედეგად 4 პოლიციელიც დაშავდა.