logo_geo
eng_logo
ეუთო ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მოწოდებით გამოდის
- +

4 ივნისი. 2017. 23:20



ეუთო ტერორიზმთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან საბრძოლველად ქვეყნებს გაერთიანებისა და გააქტიურებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ამასთანავე ავსტრიის პრემიერმინისტრის ქრისტინე მუტონენის განცხადებაში წერია. ინფორმაციას ეუთო ავრცელებს.


მუტონენმა სამძიმარი გამოუცხადა ლონდონში ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და განაცხადა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის პარტნიორებთან ერთად იმუშაოს, რათა ეფექტურად შემცირდეს ტერორისტული საფრთხის მაჩვენებელი, რომელიც ეუთოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შემაშფოთებელია.


3 ივნისს, საღამოს, ლონდონის ხიდზე, თეთრი ფერის მიკროავტობუსი ფეხითმოსიარულეებს დაეჯახა.  თვითმხილველების თქმით, ამის შემდეგ, ავტომობილიდან სამი „სამხრეთული" გარეგნობის ადამიანი გადმოხტა დაახლოებით 30 სანტიმეტრიანი დანებით ხელში და თავს დაესხნენ გამვლელებს. მიკროავტობუსი დაიძრა და სწრაფად მიიმალა ადგილიდან.


ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 48 ადამიანი, რომლებიც ლონდონის 5 საავადმყოფოში იმყოფებიან. დაშავებულტა შორის უცხოელებიც არიან: 1 ავსტრალიელი და საფრანეგთის 4 მოქალაქე, რომელთაგან ერთის მდგომერობა მძიმეა. ლონდონის პოლიციის ცნობით, ლიკვიდირებულია სამივე თავდამსხმელი. ტერაქტის მომწყობ პირებთან კავშირის ბრალდებით კი 12 ეჭვმიტანილია დაკავებული.


ბოლო სამ თვეში ეს დიდ ბრიტანეთში მომხდარი უკვე მესამე ტერაქტია. დიდ ბრიტანეთში მოქმედებს ტერორისტული საფრთხის „სერიოზული" დონე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner