logo_geo
eng_logo
თედო ჯაფარიძე: მინისტრთა კაბინეტში შესაძლო საკადრო გადაადგილებებზე საუბარი არ ყოფილა
- +

5 აპრილი. 2016. 22:00

 

 

„მინისტრთა კაბინეტში შესაძლო საკადრო გადაადგილებებზე შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედრო ჯაფარიძემ განუცხადა.


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ დეტალურად საუბარი სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებზე არ ყოფილა, თუმცა მოხდა თემის ზოგადი განხილვა.


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე. ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.



 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner