logo_geo
eng_logo
საიდან მოვიდნენ ბოშები
- +

5 ივნისი. 2017. 03:34



გენეტიკოსები ამტკიცებენ, რომ ევროპის ეროვნული უმცირესობების მსხვილი ჯგუფი - ბოშები, ჩრდილოეთი ინდოეთიდან 1500 წლის წინ გამოვიდნენ. შუა საუკუნეებში ფიქრობდნენ, რომ ბოშები ევროპაში ეგვიპტიდან იყვნენ მისული. ამ ისტორიას თავად ბოშათა ნაწილი დღემდე ყვება და თავს ძველ ეგვიპტელთა შთამომავლად მიიჩნევს.


გენეტიკური მეცნიერების განვითარებისა და ევროპის ხალხების, მათ შორის ებრაელთა წარმომავლობის აქტიური შესწავლის მიუხედავად, ბოშები, რომელთა რიცხვიც 11 მილიონამდე აღწევს, ცალკე ჯგუფად რჩებოდნენ. საკითხის შესწავლა ესპანელმა მეცნიერმა დავიდ კომასმა და მისმა კოლეგებმა ითავეს.


ლინგვისტიკურმა და გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბოშები ინდუსების მონათესავეები არიან. ამ იდეის დასამტკიცებლად და მიგრაციის დამატებითი დეტალების მისაკვლევად მეცნიერებმა ბოშათა 13 ჯგუფისა და სხვა ხალხების დნმ-ები შეადარეს.


გაირკვა, რომ თანამედროვე ბოშების წინაპრები ჩრდილოეთი ინდოეთიდან ერთდროულად გამოვიდნენ. ბალკანეთში ჩაღწევამდე, თითქმის 900 წლის განმავლობაში, ისინი მთელ ევროპას მოედნენ.


მას შემდეგ, ასწლეულების განმავლობაში ისინი ან შეერეოდნენ ევროპულ პოპულაციას, ან მათ ანათემას გადასცემდნენ. ჰოლოკოსტის წლებში 200 ათასიდან ნახევარ მილიონამდე ბოშა განადგურდა. შემდეგ ისინი კომუნისტურ ქვეყნებში გახდნენ ასიმილაციის მსხვერპლი.


დავიდ კომასი ანალიზის გაფართოებასა და კვლევაში ბოშებისა და ინდური პოპულაციის უფრო მეტი ჯგუფების ჩართვას გეგმავს, სადაც ამ ხალხის წინაპრები ცხოვრობდნენ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner