logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: „იმედთან“ ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა!
- +

5 აპრილი. 2016. 22:53



ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „იმედთან" ყოველგვარ საქმიან ურთიერთობას წყვეტს.



„მივიღე წერილი სადაც აღნიშნულია, რომ ყველა სახის თანამშრომლობა შეწყვეტილია. არანაირი გეგმა ჯერ არ მაქვს, მინდა დაველოდო „იმედის" ახსნას, თუ რატომ შეაჩერა ეს პროექტები." - განაცხადა შალვა რამიშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში.


როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, იმ კომპანიასთან, რომელიც „იმედის" დაკვეთით „ილო ბეროშილის შოუს", „ერთხელ საქართველოში" და ეთერში ჯერ არ გასულ პროექტს- სერიალ- „2 გოგოს" ამზადებდა და რომელიც უზრუნვეყოფდა შალვა რამიშვილის მონაწილეობას გადაცემაში- „პოლიტიკა," ტელეკომპანიამ თანამშრომლობა შეწყვიტა.


მეგობრებო, "იმედთან" ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა!

 

დღეს იმ კომპანიამ რომელიც "იმედის" დაკვეთით ამზადებს "ილო ბეროშილის შოუს", "ერთხელ საქართველოში" , ეთერში ჯერ არ გასულ სერიალს "2 გოგოს" უზრუველყოფს ჩემს მონაწილეობას გადაცემა "პოლიტიკაში" "იმედისაგან მიიღო წერილი რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია. მიზეზი ახსნილი არ არის.

 

შესაბამისად ამ პარასკევს მე ვერ წავიყვან თეონასთან ერთად "პოლიტიკას" . კვირას ვერ გავა "ილო ბეროშილის შოუ" , ჩერდება გადაღების პროცესში მყოფი ახალი სერიალი.

ვაპირებ ვითარების გარკვევას."- წერს შალვა რამიშვილი. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner