logo_geo
eng_logo
ექვსმა არაბულმა ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
- +

5 ივნისი. 2017. 12:36



ექვსმა არაბულმა ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.


ლიბია, იემენი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საემიროები ყატარს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, რეგიონში არასტაბილური ვითარების ხელშეწყობასა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.


ყატარელ დიპლომატებს აღნიშნული ქვეყნების დასატოვებლად 48 საათიანი ვადა მიეცათ. ქვეყანასთან ასევე შეწყდება საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაც და ყატარის მოქალაქეებს ოთხივე ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ.


ყატარი გარიცხეს არაბული კოალიციიდანაც, რომელიც იემენში აჯანყებული შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს.


არაბული ქვეყნები ყატარს ტერორისტული ორგანიზაციების „ალ-ქაიდასა" და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner