logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ყარაბაღის პროცესი უარყოფითად მოქმედებს რეგიონზე და მათ შორის საქართველოზეც!
- +

5 აპრილი. 2016. 23:13



პოლიტოლოგი, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ კონფლიქტის გაღვივების შემთხვევაში შესაძლოა საქართველო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.


„მთლიანი რეგიონისთვის ყარაბაღის პროცესი უარყოფითად მოქმედებს ყველაზე და მათ შორის საქართველოზეც. კონფლიქტურ რეგიონებში არც ინვერსტიციები იდება და ა.შ. ამ მხრივ აღნიშნული კონფლიქტი ცუდი შედეგის მომტანია, მაგრამ ამ კონფლიქტში დევს უფრო დიდი კონფლიქტის მუხტი.

 

საკმარისია თავ-თავიანთ ფავორიტებს დამცველად დაუდგნენ რუსეთი და თურქეთი, რომ შესაძლოა გაცილებით დიდი მასშტაბის კონფლიქტი გაჩაღდეს და საქართველო აღმოჩნდეს შუაში.

 

ისეთ სუფთა ფონზე დაიწყო რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი სირიასთან დაკავშირებით, რომ თუ გამწვავდა ყარაბაღის კონფლიქტი, არ არის გამორიცხული, ჩვენი ადგილი ამ კონფლიქტში არ იყოს სახარბიელო.

 

დიდი და სამართლიანი ეჭვია, რომ თურქეთს უნდა ამგვარი კონფლიქტის გაღვივება."- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „პრიორიტეტი."   





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner