ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ლეილა მუსტაფაევასა და მის მცირეწლოვან შვილს დაცვა დაენიშნა.
ადვოკატის თქმით, უახლოეს მომავალში გადაწყდება ამ საქმეში მოწმეთა დაცვის საკითხიც.
„გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დაცვა დაენიშნება ქალბატონ ლეილას და მის მცირეწლოვან შვილს, ასევე იმსჯელებენ მოწმეთა დაცვის საქმესთან დაკავშირებითაც და მოგვიანებით გვაცნობებენ ამის შესახებ", - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.