logo_geo
eng_logo
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 რაიონში სასამართლოს თავმჯდომარეები დანიშნა
- +

5 ივნისი. 2017. 16:24


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 სასამართლოში თავმჯდომარეები დანიშნა. სასამართლოს თავმჯდომარეები საბჭოს წევრების ერთსულოვანი მხარდაჭერით დაინიშნენ. კენჭისყრამდე კანდიდატებთან მცირე გასაუბრება გაიმართა.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ - დავით მამისეიშვილი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ხელმძღვანელად - ნატრული აკობია, რუსთავის სასამართლოს თავმჯდომარედ - მამია ფხაკაძე, გორის სასამართლოს ხელმძღვანელად - ნიკოლოზ მარსაგიშვილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ - დიმიტრი გვრიტიშვილი, ბოლნისის სასამართლოს თავმჯდომარედ - თეა ლეონიძე, თეთრიწყაროს სასამართლოს ხელმძღვანელად - ვლადიმერ ხუჭუა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ - ლევან მეშველიანი, საჩხერის სასამართლოს თავმჯდომარედ - ივანე ყიფიანი, ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ - თეიმურაზ სიხარულიძე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ხელმძღვანელად კი ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner