logo_geo
eng_logo
დავით ახრახაძე: ვიდრე ელისტრახოს უცხოეთიდან შავი ფულით აფინანსებენ, ლაფის სროლა არ შეწყდება!
- +

5 ივნისი. 2017. 18:06



ცნობილი მკილავი, ნაცების შავი ფულით დაფინანსებული ერთი ყვითელი გაზეთის ელისტრახოდ წოდებული რედაქტორი გასულ კვირას ტერიტორიული მთლიანობისთვის კონფედერატებთან ნაომარ ვეტერანებს - დავით ახრახაძესა და მალხაზ თოფურიას, ასევე ამ სტრიქონების ავტორს, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას პოლიციელი ქმრის მხრიდან ანგარიშსწორებით დაგვემუქრა. პოლიციელმა ქმარმა დავით ახრახაძეს დაურეკა და საქმის გასარჩევად დაიბარა, თუმცა, საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად, დუელი არ შედგა. „შურისმაძიებელმა" პოლიციის პოლკოვნიკმა ნაომარ ვაჟკაცთან ახლოს მიკარებაც ვერ გაბედა, რადგან ახრახაძე დაჰპირდა - თუ მოხვალ, პირში მოგახლი, შენი ცოლი ვინ არის და მისი უკანონო მეთოდებით ქომაგობის სურვილსაც სამუდამოდ დაგიკარგავო! ვესაუბრებით მალხაზ თოფურიას, დავით ახრახაძეს და პოლიტრეპრესირებულ რამაზ გაგნიძეს.


მალხაზ თოფურია: - ელისტრახო კილაძის მხრიდან მსგავსი მუქარები ჩემს მიმართ ადრეც იყო, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, შეხვედრის ერთადერთ ადგილად თავიანთი რედაქცია დაასახელეს. მართალია, პროვოკაციის დიდოსტატები არიან, მაგრამ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს და მარტივი გზა აირჩიეს - მათთან რედაქციაში თუ მივიდოდი, ცხადია, გამომიწვევდნენ და შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემა მომიწევდა, რაც რედაქციაში მივარდნად და ჟურნალისტზე ზემოქმედებად შეფასდებოდა. უფრო მეტიც, შეიძლება, სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციაც მინიჭებოდა! ხოლო, თუ არ მივიდოდი - ლაჩრად გამომაცხადებდნენ!


ამჯერად ელისტრახომ საჯაროდ გამოაცხადა, რომ მისი პოლიციელი ქმარი მეძებდა საქმის გასარჩევად, არადა, მართლაც რომ ნდომოდა ჩემი ნახვა, ნებისმიერ დროს თავისუფლად მოახერხებდა! მოხდა ისე, რომ ზუსტად იმ დროს გამოკვლევებზე ვიწექი, თუმცა, არც ეს შემიშლიდა ხელს, მისი ქმარი ჩემს ნახვას თუ მოინდომებდა. როგორც კი შევიტყვე, რომ მეძებდნენ, სოციალურ ქსელში საჯაროდ დავწერე - შესახვედრად მზად ვარ-მეთქი და ჩემი ტელეფონის ნომერიც მივუთითე, მაგრამ ჩემთან დარეკვა ვერ გაბედა!

 

- მაშ, რას ემსახურებოდა ეს „ქარიშხალი"?

 

- ჩვეულებრივი ნაცური, ტრაბახზე დაფუძნებული პიარტექნოლოგიაა, როცა ელისტრახო კილაძე ცდილობს, თავი დაუმარცხებლად წარმოაჩინოს, შექმნას ილუზია, თითქოს ქმარი და ძმა არავის აპატიებენ მის თუნდაც ირიბად ხსენებას! თავის სექტანტ მომხრეებს ამგვარად არწმუნებს, რომ თვითონ მამაცია, ჩვენ კი - მშიშრები! მხოლოდ შეზღუდული გონებრივი და ინტელექტუალური მონაცემების ადამიანები დაიჯერებენ, რომ მათი შიშით ვძრწი! ახლაც „ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან საჯაროდ ვაცხადებ: ცხოვრებაში არასდროს დავმალულვარ და, მით უფრო, ამ სასაცილო ადამიანებს არ დავემალები! სინამდვილეში, ეს ის კატეგორიაა, რომელსაც ვირტუალურად ლანძღვა-გინების მეტი არაფერი შეუძლია! სწორედ ამიტომ, მათ ისეთივე არასერიოზულ პასუხებს გავცემ, როგორი არასერიოზულიც მათი მუქარაა!


- მალხაზ, სერიოზულია თუ არასერიოზული, მუქარა მაინც სისხლის სამართლის დანაშაულს განეკუთვნება!

 

- ამის მეტი თუ არაფერი დაუშავებიათ, ფრთიანი ანგელოზები ყოფილან! გადახედეთ მათ საქმიანობას - შანტაჟითა და გამომძალველობით არიან დაკავებული. ჩემთვის მათი მუქარა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია - დაე, დაიმუქრონ, რამდენიც უნდათ და გააცინონ საზოგადოება! ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებაში მყოფი ნაცები მოვინელე და ალაგ-ალაგ შემორჩენილი ელისტრახოების ბრწკენას როგორმე ავიტან!


რამაზ გაგნიძე: - ქალბატონმა ელისტრახომ თვით ცრუპენტელა სააკაშვილი დააჯერა, რომ ის პიროვნება ბრძანდებოდა, ვინც ნაცებთან მებრძოლ სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტპატიმრებსა და ვეტერანებს ხმას ჩააკმენდინებდა. ამ გზით მან დორბლიან სოციოპათს დიდი შავი ფული გამოსძალა! ჯერ პოლიტპატიმრებს მისდგა ჩვეული ცილისწამებებით, მერე ვეტერანებისთვისაც მოიცალა, მაგრამ თავისი ინტელექტუალური რესურსი ვერ გააკონტროლა, მეტისმეტად შეტოპა და ისეთ ჩიხში შევიდა, როცა ოჯახის წევრი მამაკაცების ჩარევის გარდა, სხვა გზა აღარ რჩებოდა. რიხით დაიწყო მუქარა, ეგონა - ნაბრძოლ ბიჭებს უკან დაახევინებდა და პოლიციელი ქმარი მიუქსია საქმის გასარჩევად, მაგრამ ის ქმარი ისეთი უსუსური აღმოჩნდა, თავისივე დათქმულ შეხვედრაზე არ გამოცხადდა!


- იქნებ, ელისტრახოს ქმარი მიხვდა, რომ თავს სამუდამოდ დაიღუპავდა და აღარ გარისკა?


- დროული მაშინ იქნებოდა, ცოლის ჭკუაზე რომ არ გაევლო და ვეტერან დავით ახრახაძეს ტელეფონით არ დამუქრებოდა! კაცი თუ დაიმუქრება, კიდეც უნდა შეასრულოს და შესრულება თუ არ შეუძლია, თავი სასაცილოდ მაინც არ გაიხადოს!


როგორც ელისტრახო კილაძის ქმარმა ვერ გაბედა საკუთარი მუქარის შესრულება და ახრახაძესთან მისვლა, ასევე, ელისტრახო ვეღარასოდეს გაბედავს სააკაშვილის რეჟიმს შეწირული ჩვენი პოლიტპატიმარი ძმაკაცის ზვიად ბერაძის საფლავზე მისვლას! ან, რა ესაქმება ელისტრახოს ზვიადის საფლავზე - ის ხომ იმ სააკაშვილს ემსახურება, რომელსაც ზვიადი სიცოცხლის რისკით დაუპირისპირდა!


რომელ ღირსებაზე უნდა ვილაპარაკო იმ ოჯახის წევრ მამაკაცებთან, რომლებიც ნაცებისა და სააკაშვილის შავი ფულით იკვებებიან, პურს იმ სამარცხვინო ჰონორარით ყიდულობენ, რასაც სააკაშვილი ელისტრახოს წესიერი ადამიანების კომპრომეტაციაში და ცილისწამებაში უხდის? ვინ მისცა ასეთ კაცებს უფლება, კიდევ აქეთ ემუქრებოდნენ საზოგადოებას? კარგად გაიაზრონ, ვის ემუქრებიან! მერე - რის გამო ემუქრებიან და რა ფორმით ემუქრებიან! ჯერ კაცურად უნდა აზროვნებდე, თან, მართალი უნდა იყო, რომ კაცების საქმის გასარჩევად დაიბარო! ქუთაისში მაინც, ეს დაუწერელი კანონი ყველა ვაჟკაცმა იცის! ქუთაისელებმა ისიც კარგად იციან, ვინ ვინ არის!


- ამის მიუხედავად, ნებისმიერ მამაკაცს მაინც ექნება ოჯახის წევრი ქალის დაცვის მისწრაფება!

 

- მამაკაცი ვერ დაიცავს ისეთ ქალს, რომელზეც გავლენა არ აქვს და ვის მოთოკვასაც ვერ ახერხებს! ვერ დაიცავს აგენტური ქსელის წარმომადგენელ და ბინძური წარსულის ქალს, რომელიც ოჯახის წევრ მამაკაცს თავზე ახტება და უცხო მამაკაცებს ცილს სწამებს, თანაც საჯაროდ მიმართავს ქალისთვის შეუფერებელი უწმაწური სიტყვებით! თუ ასეთი ქალის დაცვას მოინდომებს, ნებისმიერ მამაკაცს პირველად, ამ ქალის საქმიანობაზე და ქცევებზე პასუხისმგებლობების სრულად აღება მოუწევს!


საჯაროდ ვაცხადებ ჩემს ტელეფონს: 571-00-74-74. თუ ჩემი პოზიციის მიმართ პრეტენზია ექნებათ, დაე, ელისტრახოს გულშემატკივარმა მამაკაცებმა დამირეკონ და შემხვდნენ! მე მათთან პირიქით მექნება კითხვები, თუ რა უფლებით ჩაერია ელისტრახო კილაძე ჩემს ოჯახურ საქმეებში და რა მოტივით ცდილობდა თვეების განმავლობაში ჩემს დისკრედიტაციას?


ამათ რა აქვთ ჩემთან, შენთან, მალხაზ თოფურიასთან ან დათო ახრახაძესთან სათქმელი? თავი მოთოკონ, საჩხუბრად ნუ იქაჩებიან, თორემ, ბოლოს და ბოლოს, მიიღებენ, რაც ეკუთვნით!


 

- დათო, რა ხდება? გასულ ოთხშაბათს რომ უნდა შეგხვედროდა ელისტრახოს ქმარი, რატომ არ მოვიდა?

 

დავით ახრახაძე: - მე და ელისტრახო კილაძის ქმარი, რომელიც მემუქრებოდა, სრულიად სხვადასხვა ზნეობრივ კატეგორიაში ვიმყოფებით. 2 წელია, ამ ქალთან დაძაბული დამოკიდებულება მაქვს და აქამდე ჩემი ნახვა არ ნდომებია. 4 წელია, ელისტრახოს მისი საქციელის გამო ნახევარი საქართველო აგინებს და აქამდე არავისთან მისულა მისი ქმარი! საქართველოში N1 ტერაქტის - შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქების ორგანიზება დამაბრალა! თავიდან ჩავთვალე, ცხელ გულზე წამოსცდა-მეთქი, მაგრამ იმის მერე ეგ საშინელი ბრალდება კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა. უზნეობის აპოთეოზია! დააკვირდით - მისი მონაჩმახები „რუსთავი 2"-მა და ნაცებმაც კი არ გაიმეორეს, იმდენად სასაცილოდ ჟღერდა!


ელისტრახო სააკაშვილის ნამდვილი ანარეკლია! მოქალაქეების მიმართ ბრალდებებს სააკაშვილიც ზუსტად მისნაირად ჩმახავდა, უდანაშაულო ადამიანებს ჯაშუშობას, ტერაქტებისა და შეიარაღებული გადატრიალების მომზადებას აბრალებდა. მერე მათ ხანგრძლივ პატიმრობას უსჯიდნენ, ციხეში კი აწამებდნენ და კლავდნენ! ელისტრახომ სააკაშვილის შინაგანი სამყაროს სრული ლუსტრაცია მოახდინა!


- ტერორისტად თქვენი გამოცხადების დანიშნულება რა იყო?

 

- ეგონათ, ასეთ რაღაცებს რომ დამაბრალებდნენ, შარში გამხვევდნენ და გავჩუმდებოდი! რომ არ გავჩუმდი და უზნეო ცილისწამების გამო პასუხი გავეცი, მერე პოლიციელი ქმარი მომიქსია - რა თქმა უნდა, კარგად იცოდა, რომ მომსვლელი არ იყო და არაფრის თავი არა აქვთ. მაგრამ ბოლო მომენტამდე ცდილობდა ჩემს დაშინებას! დაე, მოვიდეს! ნებისმიერ დროს, თუნდაც, გაუფრთხილებლად, სადაც სურს, იქ დამხვდეს! მე ქმარს აქამდე არ შევხებივარ. დარწმუნებული ვარ, არც მას სურდა, მაგრამ ელისტრახომ შარში გახვია - ჩემი ნომერი აკრიფა და ხელში ძალისძალად მიაჩეჩა! კაცი შეხვედრაზე შემითანხმდა და დაიკარგა! ჯერ ცოლმა წააქეზა, მერე იმავე ცოლმა აღარ გამოუშვა!


ელისტრახოს ქმარი არაფერს წყვეტს, ოჯახში არ ეთქმის სიტყვა და ელისტრახოს უზნეობებზე პასუხისმგებლობასაც არ იღებს! ეს ყოველივე ჩემს გამო სულაც არ ხდება! სინამდვილეში, ელისტრახომ სააკაშვილი უნდა დაარწმუნოს, რომ იმ ბინძურ ფულს ამაოდ არ აძლევს! უნდა შექმნას ილუზია, რომ სააკაშვილი ეს-ესაა, ხელისუფლებაში დაბრუნდება და ყველა იმ ადამიანზე შურისძიებას შეძლებს, ვინც ამ ჯალათების ძალაუფლებიდან ჩამოშორებისთვის ვიბრძოდით!


- როდის დასრულდება ეს განუკითხაობა? ამდენი სიმყრალის შემოქმედი დაუსჯელად როდემდე იპარპაშებს?

 

- ვიდრე ელისტრახოს უცხოეთიდან შავი ფულით აფინანსებენ, ლაფის სროლა არ შეწყდება! არ არსებობს მორალური ნორმა, რომელიც ამ სრულიად უზნეო არსებას შეაჩერებს, მაგრამ დაფინანსების შეწყვეტისთანავე, მისი ძალისხმევაც დაცხრება!


მოამზადა ზაზა დავითაიამ 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner