logo_geo
eng_logo
ლევან ბერძენიშვილი: დავით უსუფაშვილი უპერსპექტივო დაბადებიდანაა
- +

5 ივნისი. 2017. 18:37



რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, დავით უსუფაშვილი უპერსპექტივო დაბადებიდანაა, რადგან გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.


გთავაზობთ ლევან ბერძენიშვილის ინტერვიუდან ამონარიდს, რომელიც მან „ვერსიას" მისცა:


- ხმები რომ არ წაართვათ ერთმანეთს, რამდენიმე ძალის გაერთიანება არაა უკეთესი? ყოფილ თანაგუნდელ უსუფაშვილთან საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია?

 

- უსუფაშვილი ჯერ თვითონაც ვერ გაერკვა და ჩამოყალიბდა. სულ გვპირდება, რომ რამეს იზამს. ღმერთმა ხელი მოუმართოს. ჩვენთან მეგობრობა არ ისურვა, უკეთეს მეგობრებს რომ იპოვის, ვნახოთ, რას და როგორ გააკეთებს. პირადად მე უპერსპექტივო მოღვაწე მგონია.


- თქვენს გუნდში რომ იყო, მაშინ ასე არ ფიქრობდით, არა?


- მაშინ პარტიაში კამათი იყო. ამას თქვენ ხომ ვერ მოგიყვებოდით. უპერსპექტივო დაბადებიდანაა, რადგან გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. სამაგიეროდ, ძალიან კარგია თანამდებობაზე, იყო პარლამენტის ბრწყინვალე თავმჯდომარე, თუმცა, წიგნებს ვერ დაწერს და პარტიას ვერ შექმნის.


- არადა, კულუარებში ამბობენ, პოლიტიკური ტრიუმფისთვის ემზადებაო...

 

- მე არისტოფანეს სპეციალისტი ვარ, ასე რომ, იოლად ვერ გამაცინებთ...



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner