logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: საქართველოში პირველად, მრავალპარტიულმა კოალიციამ 3,5 წელიწადი გაძლო
- +

6 აპრილი. 2016. 00:08



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პროცესების განვითარებაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს ის ფაქტი, წინასაარჩევნოდ, პროგრამული, ღირებულებითი და პერსონალური თვალსაზრისით როგორ ჩამოყალიბდება პარტია "ქართული ოცნება".


როგორც უსუფაშვილმა გადაცემა 2030-შუ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რა მიმართულებით წავა პარტიის განახლება.


მნიშვნელოვანია, რა მიმართულებით წავა პარტიის განახლება, კოალიციური პასუხისმგებლობის ტვირთის ზიდვას კიდევ შეგვაძლებინებს, თუ მაის-ივნისშივე ვეღარ შეგვაძლებინებს. ის ამოცანები, რამაც ერთად დაგვაყენა, დღევანდელი მდგომარეობისგან სრულიად განსხვავებული იყო. კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოში პირველად, მრავალპარტიულმა კოალიციამ 3,5 წელიწადი გაძლო. ასეთი რამ ქვეყანაში არასოდეს ყოფილა. აქამდე, ყოველთვის ერთ ადამიანზე აწყობილი, მონოლითური, ერთპარტიული სისტემა არსებობდა. აქ კი, სხვადასხვა იდეოლოგიის ადამიანებმა ქვეყნის წინ წაყვანა მოვახერხეთ. ჩვენი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ რესპუბლიკელებს ხელი რომ არ შეეშალათ, უფრო წინ იქნებოდნენ. მე კი ვფიქრობ, რომ კოალიციაში მეტნი რომ ვყოფილიყავით, საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდა. ამაზე ორივე უნდა შევთანხმდეთ - ჩვენ რომ ერთად არ ვყოფილიყავით, ახლა იქ მიხეილ სააკაშვილი იჯდებოდა და არავინ იცის, ქვეყანაში რა მოხდებოდა",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, კოალიციის დაშლით ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეიცვალა, მაგრამ   მხოლოდ ქვეყნისთვის სასიკეთოდ.


იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესი კარგად წავა და პრობლემები არ იქნება, მინდა, იმედი გავუცრუო. იქნება სერიოზული საჯარო დებატები. აქამდე თუ კოალიციის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობის 5-7 % ხდებოდა საჯარო, ამ ვითარებაში, ეს შეიძლება 80-90 % იყოს, მაგრამ ამის გამო ერთმანეთს მტრებად არ უნდა მოვეკიდოთ",-  აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner