logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: საჯაროდ ვაცხადებ: არასდროს დავმალულვარ და, მით უფრო, ამ სასაცილო ადამიანებს არ დავემალები!
- +

5 ივნისი. 2017. 19:27



ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გაზეთ „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძისა და მისი ქმრის მხრიდან ბოლო პერიოდში არსებულ მუქარებზე საუბრობს.

 

„ელისტრახო კილაძის მხრიდან მსგავსი მუქარები ჩემს მიმართ ადრეც იყო, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, შეხვედრის ერთადერთ ადგილად თავიანთი რედაქცია დაასახელეს. მართალია, პროვოკაციის დიდოსტატები არიან, მაგრამ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს და მარტივი გზა აირჩიეს - მათთან რედაქციაში თუ მივიდოდი, ცხადია, გამომიწვევდნენ და შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემა მომიწევდა, რაც რედაქციაში მივარდნად და ჟურნალისტზე ზემოქმედებად შეფასდებოდა. უფრო მეტიც, შეიძლება, სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციაც მინიჭებოდა! ხოლო, თუ არ მივიდოდი - ლაჩრად გამომაცხადებდნენ!

 

ამჯერად ელისტრახომ საჯაროდ გამოაცხადა, რომ მისი პოლიციელი ქმარი მეძებდა საქმის გასარჩევად, არადა, მართლაც რომ ნდომოდა ჩემი ნახვა, ნებისმიერ დროს თავისუფლად მოახერხებდა! მოხდა ისე, რომ ზუსტად იმ დროს გამოკვლევებზე ვიწექი, თუმცა, არც ეს შემიშლიდა ხელს, მისი ქმარი ჩემს ნახვას თუ მოინდომებდა. როგორც კი შევიტყვე, რომ მეძებდნენ, სოციალურ ქსელში საჯაროდ დავწერე - შესახვედრად მზად ვარ-მეთქი და ჩემი ტელეფონის ნომერიც მივუთითე, მაგრამ ჩემთან დარეკვა ვერ გაბედა!

 

ეს ჩვეულებრივი ნაცური, ტრაბახზე დაფუძნებული პიარ-ტექნოლოგიაა, როცა ელისტრახო კილაძე ცდილობს, თავი დაუმარცხებლად წარმოაჩინოს, შექმნას ილუზია, თითქოს ქმარი და ძმა არავის აპატიებენ მის თუნდაც ირიბად ხსენებას! თავის სექტანტ მომხრეებს ამგვარად არწმუნებს, რომ თვითონ მამაცია, ჩვენ კი - მშიშრები! მხოლოდ შეზღუდული გონებრივი და ინტელექტუალური მონაცემების ადამიანები დაიჯერებენ, რომ მათი შიშით ვძრწი! ახლაც „ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან საჯაროდ ვაცხადებ: ცხოვრებაში არასდროს დავმალულვარ და, მით უფრო, ამ სასაცილო ადამიანებს არ დავემალები! სინამდვილეში, ეს ის კატეგორიაა, რომელსაც ვირტუალურად ლანძღვა-გინების მეტი არაფერი შეუძლია! სწორედ ამიტომ, მათ ისეთივე არასერიოზულ პასუხებს გავცემ, როგორი არასერიოზულიც მათი მუქარაა!

 

გადახედეთ მათ საქმიანობას - შანტაჟითა და გამომძალველობით არიან დაკავებული. ჩემთვის მათი მუქარა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია - დაე, დაიმუქრონ რამდენიც უნდათ და გააცინონ საზოგადოება! ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებაში მყოფი ნაცები მოვინელე და ალაგ-ალაგ შემორჩენილი ელისტრახოების ბრწკენას როგორმე ავიტან!" - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner