logo_geo
eng_logo
რამაზ გაგნიძე: თავი მოთოკონ, საჩხუბრად ნუ იქაჩებიან, თორემ, ბოლოს და ბოლოს, მიიღებენ, რაც ეკუთვნით!
- +

5 ივნისი. 2017. 19:28



„კაცი თუ დაიმუქრება, კიდეც უნდა შეასრულოს და შესრულება თუ არ შეუძლია, თავი სასაცილოდ მაინც არ გაიხადოს!" - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა რამაზ გაგნიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა და გაზეთ „ქრონიკა+"-ის რედაქტორის ელისო კილაძისა და მისი ქმრის მხრიდან არსებულ მუქარებზე ისაუბრა.


„როგორც ელისტრახო კილაძის ქმარმა ვერ გაბედა საკუთარი მუქარის შესრულება და ახრახაძესთან მისვლა, ასევე, ელისტრახო ვეღარასოდეს გაბედავს სააკაშვილის რეჟიმს შეწირული ჩვენი პოლიტპატიმარი ძმაკაცის ზვიად ბერაძის საფლავზე მისვლას! ან, რა ესაქმება ელისტრახოს ზვიადის საფლავზე - ის ხომ იმ სააკაშვილს ემსახურება, რომელსაც ზვიადი სიცოცხლის რისკით დაუპირისპირდა!

 

რომელ ღირსებაზე უნდა ვილაპარაკო იმ ოჯახის წევრ მამაკაცებთან, რომლებიც ნაცებისა და სააკაშვილის შავი ფულით იკვებებიან, პურს იმ სამარცხვინო ჰონორარით ყიდულობენ, რასაც სააკაშვილი ელისტრახოს წესიერი ადამიანების კომპრომეტაციაში და ცილისწამებაში უხდის? ვინ მისცა ასეთ კაცებს უფლება, კიდევ აქეთ ემუქრებოდნენ საზოგადოებას? კარგად გაიაზრონ, ვის ემუქრებიან! მერე - რის გამო ემუქრებიან და რა ფორმით ემუქრებიან! ჯერ კაცურად უნდა აზროვნებდე, თან, მართალი უნდა იყო, რომ კაცების საქმის გასარჩევად დაიბარო! ქუთაისში მაინც, ეს დაუწერელი კანონი ყველა ვაჟკაცმა იცის! ქუთაისელებმა ისიც კარგად იციან, ვინ ვინ არის!

 

მამაკაცი ვერ დაიცავს ისეთ ქალს, რომელზეც გავლენა არ აქვს და ვის მოთოკვასაც ვერ ახერხებს! ვერ დაიცავს აგენტური ქსელის წარმომადგენელ და ბინძური წარსულის ქალს, რომელიც ოჯახის წევრ მამაკაცს თავზე ახტება და უცხო მამაკაცებს ცილს სწამებს, თანაც საჯაროდ მიმართავს ქალისთვის შეუფერებელი უწმაწური სიტყვებით! თუ ასეთი ქალის დაცვას მოინდომებს, ნებისმიერ მამაკაცს პირველად, ამ ქალის საქმიანობაზე და ქცევებზე პასუხისმგებლობების სრულად აღება მოუწევს!

 

საჯაროდ ვაცხადებ ჩემს ტელეფონს: 571-00-74-74. თუ ჩემი პოზიციის მიმართ პრეტენზია ექნებათ, დაე, ელისტრახოს გულშემატკივარმა მამაკაცებმა დამირეკონ და შემხვდნენ! მე მათთან პირიქით მექნება კითხვები, თუ რა უფლებით ჩაერია ელისტრახო კილაძე ჩემს ოჯახურ საქმეებში და რა მოტივით ცდილობდა თვეების განმავლობაში ჩემს დისკრედიტაციას?

 

ამათ რა აქვთ ჩემთან, შენთან, მალხაზ თოფურიასთან ან დათო ახრახაძესთან სათქმელი? თავი მოთოკონ, საჩხუბრად ნუ იქაჩებიან, თორემ, ბოლოს და ბოლოს, მიიღებენ, რაც ეკუთვნით!" - განაცხადა რამაზ გაგნიძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner